like us on facebook
 
თბილისი, გ.ათონელის #31, ვ.ანჯაფარიძე #16 nabaditheater@yahoo.com
სტილიზირებული ფოლკლორის თეატრი
 
ჩვენ შესახებ
მისია
მიზანი
პირობები
პრიორიტეტები
ამოცანები

ჩვენ შესახებ

          ფოლკლორის თეატრი „ნაბადი“ გაიხსნა 2004 წლის 18 სექტემბერს. ეს არის ერთადერთი ფოლკლორის თეატრი საქართველოში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქართული კულტურა, ტრადიცია და წესჩვეულება გავაცნოთ საქართველოში ჩამოსულ ყველა სტუმარს. რანი ვართ, რანი ვიყავით და საიდან მოვიდვართ.

           2014 წელს თეატრმა შეიცვალა სახელწოდება და გახდა „სტილიზებული ფოლკლორის თეატრი ნაბადი“.

             ქალაქის ცენტრში, მყუდრო გარემოში, ქართული ღვინისადა ნუგბარის თანხლებით გელით ფოლკლორული სანახაობა, ცეკვითა და სიმღერით გადმოცემული საქართველოს კულტურა და ტრადიციები.

                                                  გაიცანით საქართველო „სტილიზებულ ფოლკლორის თეატრ ნაბადში“

 

თეატრის მისია

        მსოფლიოს ახალი გლობალური “გეოკულტურის” ფორმირების ეპოქაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, როლი ენიჭება ლოკალური კულტურების ადაპტირებას, წინა პლანზე წამოწევას, გავრცობას, რათა ერთის მხრივ არ დაიკარგოს არსებული კულტურული მემკვიდრეობა და მეორეს მხრივ არსებული კულტურის ბაზაზე შესაძლებელი შეიქმნას მომავლის კულტურის ფორმირება, ტრადიციული ფორმების გამოყენებით.


         თეატრი “ნაბადი” სწორედ ასეთი კონცეფციის ბაზაზე არის შექმნილი და ქართულ-კავკასიური უნიკალური ფოლკლორის ბაზაზე და ფოლკლორის ხერხებით გადმოგვცემს ქართულ-კავკასიურ ისტორიულ ურთიერთობებს მეზობელ ცივილიზაციებთან, ამავდროულად სცენაზე შექმნილი სანახაობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საშუალებას გვაძლევს ავაგოთ ურთიერთობათა ხიდი უხსოვარი წარსულიდან შორეული მომავლისაკენ.


          აღნიშნული პროცესის თანამდევი პროცესი იქნებოდა (წარმატებებიდან გამომდინარე) ე.წ. ფოლკ-ბომონდის ფორმირებისათვის წინა პირობების შექმნა. ბუნებრივია ესეთი ამბიციური პროექტი ყალბ ესთეტიკაზე ვერ აიგებოდა.
ფოლკ-ბომონდი აღვიქვათ არტბომონდის ერთ-ერთ ნაირსახეობად.

           ასეთ შემთხვევაში ერთი შეხედვით ჩანს, რომ ჩვენ თითქოსდა გარკვეულ ცვლილებებს ვაძლევთ ქართული ქორეოგრაფიული სკოლისთვის ჩამოყალიბებულ გარკვეულ სტერეოტიპებს (რომ ეს უნდა იყოს მაინცდამაინც ასე).
რეალურად კი ჩვენ ქართული მხარეების ძველ პირვანდელ ფორმას ვუბრუნდებით, როდესაც მხიარულების. სანახაობის თანასწორი მონაწილენი იყვნენ მსახიობებიც და მაყურებლებიც.
ჩვენი თეატრის სახელიდან გამომდინარე “სტილიზებული ქართული ფოლკლორის თეატრი ნაბადი” გარკვეული თავისუფალი ინტერეპრეტაციის საშუალებას გვაძლევს, ტრადიციული და თანამედროვე ფორმებით გადმოვცეთ სხვადასხვა თემები. 

 

 

გცჰგჰგფჰ

 

სანახაობის აღწერა

 

სკოლის პრიორიტეტებია:

სკოლის პრიორიტეტები

სკოლის ამოცანები

სკოლის ამოცანები

 
ყველა უფლება დაცულია ©
© სტილიზირებული ფოლკლორის თეატრი "ნაბადი"